ყველაფერი რიგზეა.
შენი წასვლით გამარტივდა ყველაფერი.
აღარ მეტკინები.
მშვიდობით საყვარელო.
მე შენი მადლობელი ვარ.
ყველაფერი რიგზეა.
შენი წასვლით გამარტივდა ყველაფერი.
აღარ მეტკინები.
მშვიდობით საყვარელო.
მე შენი მადლობელი ვარ.
ისიც არ ვიცი ბოლომდე, მინდა თუ არა შენი დაბრუნება
შენი რაღაც ნაწილი დარჩება ჩემთან და მგონია, რომ ყოველთვის ჩემთან იქნება.
მინდა, შემეძლოს შენი ყველა ტკბილი და თბილი ჟესტები, ქცევები ერთ პატარა ყუთში ჩავალაგო და მეხსიერებაში საგულდაგულოდ გადავმალო, როგორც ჩემთვის ძვირფასი მოგონებები.
“ჩვენ ერთმანეთს არ ვემშვიდობებით” 💛
“მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა, რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი”
ო. ჭილაძე.
ჩემი მკვდარი ფიქრები.
ჩემი მკვდარი ქცევები.
ჩემი ცოცხალმკვდარი არსება.
ზოგჯერ იმდენად გაღიზიანებს შენი თავი, შენი სიამაყე, რომ მისი მიტოვება გინდა.
ნუ მეტყვით რომ კარგი ადამიანი ვარ.
მე არ ვიცი როდის ვისწავლი საკუთარი თავის სიყვარულს.
ადამიანებისადმი არ და ვერ გამოხატული სიყვარული კი შიგნიდან მჭამს.
“ბუჰ” და გასკდა. დედამიწამ ამას ვეღარ გაუძლო და ნაფლეთებად დაიშალა. ჩვენ გავიფანტეთ კოსმოსში, სადაც მარტონი ვიყავით და იქ იყო მხოლოდ სივრცე და იმედი რაღაც წარმოუდგენელის. და გამოჩნდი შენ. ამ ღია, უსასრულო სივრცეში, სადაც ადამიანები ისე ლივლივებენ როგორც ჰაერით სავსე ნივთები წყალზე. მე ვიყავი სიყვარულით სავსე “ნივთი” ჰაერში და იქ გაჩნდი შენც . დასასრული აღარ იყო. ვიყავით მხოლოდ შენ და მე.
ახლა ისეთი ამინდია , მე და შენ ცხელ შოკოლადს რომ უნდა ვსვამდეთ, სადმე ფანჯარასთან ახლოს , პლედში გახვეულები, თუმცა მაინც ერთმანეთის სიყვარულით გამთბრები და მე გიკოცნიდე სიგარეტის სურნელით გაჟღენთილ თითებს.
შენთან დარჩენის მიზეზი მომეცი.
სამსახურში ყოფნის უკანასკნელ წუთებს ვითვლი, ბოლო წამებზე სწრაფად ვიცვამ ქურთუკს და უკან მოუხედავად მოვდივარ შენი მიმართულებით . გზად მაღაზიაში შევივლი, ჩვენს საყვარელ ღვინოს წამოვაყოლებ ხელს და გაუფრთხილებლად კარზე გიკაკუნებ. ხმაური გაღვიძებს და საყვარელ კლეჩატ შარვალში და მკლავიან მაისურში გამოწყობილი მიღებ კარს, თან თვალებს ისრეს, ჩემი დანახვისას ფართოდ ახელ და მერე მაგრად მიკრავ გულში . ფეხსაცნელს ვიხდი და შენს ლოგინში ისე ვკალათდები თითქოს საკუთად სხეულში ვძვრები. საბანში გახვეულები ღვინით ხელში ერთმანეთს ვუყურებთ და მე ბოლოს გადახდებილ უაზრო ამბებს მთელი აღტაცებით გიყვები , შენ უბრალოდ მისმენ და გეღიმება, თან მუდამ თითებით მეფერები და სანამ ორივეს ჩაგვეძინება სახეზე და ტუჩებზე ნაზად მკოცნი. სიზმარასიც ისევ შენ გხედავ.
about me.
მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ.
ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ადამიანური გრძნობებით.
ადამიანები, ჩემს გარშემო თვლიან რომ განსხვავებული ვარ.
ნუ, ასე მეუბნებოდნენ ადრე.
მაგრამ ახლა იშვიათად.
რამდენიმე წლის წინ, უფრო ხშირად ვიყავი ადამიანებთან კონტაქტში, მინდოდა რაც შეიძლება ბევრი ადამიანის გაცნობა, ბევრ ადამიანთან დამეგობრება, მათთვის რაღაცნაირად გულის გათბობა. ეს იყო სკოლის ასაკში, დასრულებამდე. ყოველთვის ცოტას ვლაპარაკობდი ადამიანებთან, მაგრამ როგორც ყოველთვის, გააჩნია ადამიანებს, ზოგთან შედარებით უფრო გახსნილი ვიყავი. მიყვარდა ადამიანებთან კონტაქტი, უფრო ვცდილობდი მგონი ხალხში გარევას, ნუ, გარევას კი არა უფრო მეტი ადამიანის გაცნობაც, როგორც ვთქვი, მაგრამ ლაპარაკით მაინც ცოტას ვლაპარაკობდი თითქოს.
რადგან ბავშვოდანვე ასეთი ვარ, ვფიქრობ ძალიან ბევრს და ვლაპარაკობ ცოტას.
სკოლის დასრულებასთან ერთად ნაცნობების, მეგობრების რიცხვმა იკლო.
ვურთიერთობდი ნაკლებად, ყველაფერი შეიცვალა თითქოს. დედაჩემი სულ მეუბნებოდა “ სკოლას დაამთავრებ და მერე ნახე ვისთან გექნება ურთიერთობაო”, რატომღაც დედების ვარაუდები სულ მართლდება ხოლმე.
რამდენიმე მეგობარი შემომრჩა სკოლიდან.
ერთი, ვინც დღემდეა ჩემ ცხოვრებაში, მის არსებობა ძალიან მახარებს. აი ისეთია, არსებობისთვის, შენ ცხოვრებაში ყოფნისთვის მადლობა რომ უნდა მოუხადო ხოლმე.
ერთია ბავშვობის დაქალი, რომელზეც ყოვლეთვის ვამბობდი, რომ რა მაგარია არასდროს გვიჩხუბია ამდენი წლის მეგობრობის განმავლობაში თქო, მაგრამ დიდობაში მაინც წავკამათდით ერთი ორჯერ, მაგრამ ეს მეგობრობის წლებთან არაფერია.
რამდენიმე სამეგობრო წრე მყავს. ნუ, ორი წრე და ცალკეული ადამიანები.
სიმართლე გითხრათ, ყველა ადამიანთან განსხვავებულად ვარ, ზოგთან უფრო მეტად გახსნილი, ზოგთან უფრო მეტად თავშეკავებული. მაგრამ წინათ ხსენებულ ადამიანს, რომელსაც მადლობა უნდა მოუხადო არსებობისთვის თქო, ის ისეთია შენს სულსაც რომ იცნობს.
ამაზე ვამბობდი, რომ ყველას ერთ თემაზე ვერ დაელაპარაკები თქო.
ეს კი ისეთია, ისე რომ დაელაპარაკები როგორც საკუთარ თავს.
ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს.
ნახევრად ცოცხალ მკვდარი ვარ.
სხეულებრივ ცოცხალი და სულიერად მომაკვდავი, რაც უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ვაი ჩემ საცოდავ ზარმაც თავს. რისი წოდება აღარ შემიძლია საკუთარი თავისთვის.
ისევ მე ვაგდებ ჩემ თავს ცუდ მდგომარეობაში.
“ჩემი ხსნა ქრისტე და მისი ჯვარია”
თავიდანვე რომ ვახსენე ადამიანები განსხვავებულად მთვლიან თქო,
ალბათ ჩემში ხედავენ კარგს
მაგრამ როცა ვინმე რამე კარგს მეუბნება,
მინდება სული გავიშიშვლო და ჩემი სიბინძურეები დავანახო რაც მაქვს გაკეთებული.
მე ჰომ ვიცი სინამდვილეში როგორც ყარს ჩემი საქმეები. ჩემი სული.
ისეთივე არეული ვარ, როგორი არეულიც დღეს ადამიანთა უმეტესობაა, მაგრამ შეიძლება უფრო მეტადაც.
“პირველად სიკვდილს არაუშავს,
მერეა ძნელი
მკვდრეთით აღმდგარი, მეორედ რომ მოკვდები კაცი”.
ერთი სიტყვით, ერთი დიდი ნაძირალა, უმადური ცოდვილი ვარ.
მე არ ვიცი რას მივუტან ღმერთს ჩემი ცოდვების გარდა ამ ქვეყნიდან გასული.
და შენდობის ღირსიც არ ვარ ჩემი ნებითი ცოდვების გამო.
ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს.
დიდი ხანია ტაძარში არ ვყოფილვარ.
არ ვიცი რატომ.
ან შეიძლება ვიცი.
რწმენის რა გითხრათ.
მარცვლის ოდენა რწმენაც რომ მქონდეს…
ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს.
დავდივარ სასწავლებელში, ვიცნობ საკმაო რაოდენობის ხალხს.
აქედან მხოლოდ რამდენიმესთან ვარ ახლოს.
დავდივართ აქეთ-იქით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, პარკებში, ვიცინით, ვსწავლობთ, ისტორიებს ვყვებით, ვყებით ადამიანებზე, რაღაცნაირად ადამიანების გათბობას ვცდილობთ, ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ სინამდვილეში რაც ყველას გვჭირდება, ხსნაა.
ხსნაა ქრისტეში.
მე არ ვიცი როგორ ვარ.
მაგრამ კარგად ნამდვილად არა.
მე არ ვიცი სადამდე უნდა ვამყოფო ჩემი თავი ასეთ მდგომარეობაში.
ბავშვობაში დაბრუნება მინდა.
იქ, სადაც ხალხთან მარტივად შევდიოდი კონტაქტში, სადაც თითქოსდა მარტივი იყო ყველაფერი.
არ ვგულისხმობ იმ რაღაცების დაბრუნებას, რაც ბავშვობაში ცუდად მახსოვს.
თუნდაც იმ პერიოდში დამაბრუნდა, როცა 5-6 წლის ვიყავი.
მაგრამ მადლობელი ვარ იმ ტკივილებისთვის რაც გამოვიარე.
ისევ ჩემ თავს უნდა შემოვუძახო, რომ:
ეს არ არის დასასრული.
რომ ეს არ არის ის პერიოდი, როცა მოკვდები.
უნდა იცოცხლო.რწმენა დაიბრუნე. მონდომება. ეცადე დაიბრუნო ის, ვინც ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეს.
მე არ ვიცი რა გირჩიო საკუთარო თავო გარდა იმის თქმის, რომ შენ იცი სადაც არის ხსნა. შეიცოდე საკუთარი თავი.
დაიბრუნე რწმენა.
I miss u.
I miss your beautiful face.
your voice.
your smell.
your smile.
I miss you.
but it’s okey that you aren’t in my life.
ზოგჯერ როცა ჩემზე კარგს ამბობენ,
მინდება ჩემი სიბინძურეები ვუთხრა, თუ რა მაქვს გაკეთებული.
მინდა რომ სული გავიშიშვლო და ისე დავენახო სინამდვილეში როგორი ვარ.
Whirls the wind, whirls the wind, whirls the wind
And the leaves whirl from wind still to wind…
Rows of trees, lines of trees bend in arch,
Where art thou, where art thou, why so far?..
How it rains, how it snows, how it snows,
Where to find, where to find… Never know!
But pursued, but pursued by your eyes
All the time, everywhere, every time!..
Distant skies drizzle thoughts mixed with mist…
Whirls the wind, whirls the wind, whirls the wind!…
